09 ნოემბერი 2026, 09:36
საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე 11 მედალი მოიპოვა
სპორტი

ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
გაზიარება
საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე 11 მედალი მოიპოვა. უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში 6–8 ნოემბერს გამართულ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველმა სამბისტებმა სპორტულ, საბრძოლო და პარა სამბოში 5 ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ოქროს მედალოსნები ვახტანგ ჩიდრაშვილი, ავთანდილ მუკბანიანი, ჯაბა თურქია, უჩა ტაბატაძე და გიორგი გამჯაშვილი გახდნენ.





