08 ნოემბერი 2026, 14:34
ინტერის აკადემიაში ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის საქართველოს სუპერთასის გათამაშება გაიმართა
სპორტი

ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
გაზიარება
ინტერის აკადემიაში ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის საქართველოს სუპერთასის გათამაშება გაიმართა. ჩემპიონი „თბილისი“ და ვიცე-ჩემპიონი ზესტაფონის „მარგვეთი“ დაუპირისპირდნენ. დაძაბული მატჩი დედაქალაქელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.
„თბილისმა“ აღნიშნული ტიტული, რომელიც 2016 წლიდან თამაშდება, ისტორიაში მეხუთედ მოიპოვა. საქართველოს ჩემპიონი „თბილისი“ 2027 წელს ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე იასპარეზებს, ხოლო ვიცე-ჩემპიონი ზესტაფონის „მარგვეთი“ ძალებს, ევროპის ლიგაზე მოსინჯავს.





