01 ნოემბერი 2026, 14:38
ლუკა ჯავახიშვილი ძიუდოში ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებულია
სპორტი

ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
გაზიარება
ლუკა ჯავახიშვილი ძიუდოში ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებულია. 90 კილოგრამ წონითი კატეგორიის გადამწყვეტ შეხვედრაში, ჯავახიშვილმა თანამემამულე ნიკოლოზ დავლაძე დაამარცხა.
ჩვენი ქვეყნის დელეგაციას კიდევ სამი მედალი ლუკა გადელიამ, მათე ბერუაშვილმა და ნინო ლოლაძემ მოუტანეს - ისინი 60, 73 და 57 კილოგრამ წონით კატეგორიებში ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.





