23 ნოემბერი 2026, 20:42
როგორია ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა ვითარებაა ტრაგედიის ადგილას. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
საზოგადოება

ფოტო: ვიდეოკადრი
გაზიარება
ფონიჭალაში, ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, შემთხვევის ადგილზე მოქალაქეები მიდიან. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველებიც.
მაშველების თანხლებით დაზარალებულებს დაზიანებული სახლებიდან ნივთები გამოაქვთ.
რაც შეეხება დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, კვლავ ხელოვნურ სუნთქვაზე რჩება 31 წლის კაცი, რომელმაც აფეთქებისას უმძიმესი დამწვრობა მიიღო.
საავადმყოფოდან გაწერეს 11 წლის მოზარდი, 3 წლის თაიას მდგომარეობა კი სტაბილურია. ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
ვრცლად რატი მეტრეველის რეპორტაჟში.





