უკრაინის საელჩო ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე: ვიზიარებთ ქართველი ხალხის ტკივილს ტრაგედიასთან დაკავშირებით და ყველა დაშავებულს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ - უკრაინა სოლიდარობას უცხადებს საქართველოსა და ქართველ ხალხს
საზოგადოება

ფოტო: Facebook
ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში უკრაინის საელჩო დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„საქართველოში უკრაინის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ქალაქ თბილისის ფონიჭალის რაიონში, საცხოვრებელ სახლში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
ვიზიარებთ ქართველი ხალხის ტკივილს ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ყველა დაშავებულს, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
ამ მწუხარების ჟამს, უკრაინა სოლიდარობას უცხადებს საქართველოსა და ქართველ ხალხს“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად კლინიკაში მოთავსებული ორი არასრულწლოვანის, 11 წლის ბიჭისა და 3 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვაში ფსიქოლოგები ჩაერთვებიან.
ფონიჭალაში, კორპუსში მომხარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მაშველებმა ნანგრევებიან უვნებლად ამოიყანეს 3 წლის გოგონა.
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.





