20 ნოემბერი 2026, 20:28
როგორია ტრაგედიის დროს დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა - კლინიკაში მთავრობის მეთაური, ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი და თბილისის მერი იმყოფებოდნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საზოგადოება

ფოტო: ვიდეოკადრი
გაზიარება
აფეთქების შედეგად დაშავებული 5 მოქალაქიდან 3, კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ყველაზე კრიტიკული 31 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რომელსაც სხეულის დიდი ნაწილი და სასუნთქი გზები აქვს დაზიანებული.
მედიკოსების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში არიან არასრულწლოვანი პაციენტებიც, ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაია, რომლის ფიზიკური მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია და 11 წლის მოზარდი, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში მკურნალობს.
კლინიკაში დღეს პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი და დედაქალაქის მერი მივიდნენ.
ვრცლად მაკო ლორთქიფანიძის სიუჟეტში.





