20 ნოემბერი 2026, 13:18
პაატა სალია: ვიზიარებ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას. განსაკუთრებით მძიმე და მტკივნეულია იმის გააზრება, რომ გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც
საზოგადოება

პაატა სალია
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
გაზიარება
ვიზიარებ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას, - აცხადებს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია.
„განსაკუთრებით მძიმე და მტკივნეულია იმის გააზრება, რომ გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც. ეს არის დანაკარგი, რომლის წინაშეც სიტყვები უძლურია.
ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - აცხადებს იუსტიციის მინისტრი.





