ჩეხეთის საელჩო: ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ ფონიჭალაში დაღუპულთა ოჯახებს, ამ მძიმე წუთებში ვიზიარებთ ქართველი ხალხის ტკივილს და მათ გვერდით ვდგავართ
საზოგადოება

საქართველოში ჩეხეთის საელჩო ფონიჭალის დასახლებაში ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„2026 წლის 19 ნოემბერს თბილისში, ფონიჭალის რაიონში მომხდარი ტრაგედიის გამო, ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ მძიმე წუთებში ვიზიარებთ ქართველი ხალხის ტკივილს და მათ გვერდით ვდგავართ“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მაშველებმა ნანგრევებიან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.





