22 ნოემბერი 2026, 00:56
გლოვის დღესთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
საზოგადოება

გაზიარება
გლოვის დღესთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მიმდინარე წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულების შესაბამისად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ, ასევე - საზღვარგარეთ, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე.





