ფონიჭალაში, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, მოქალაქეები პირადი ნივთების გამოსატანად შეუშვეს
საზოგადოება

ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მოქალაქეებმა პირადი ნივთები გამოიტანეს. როგორც შემთხვევის ადგილიდან „ქრონიკის“ კორესპონდენტი იუწყება, მათ უსაფრთხოებაზე შსს-ს წარმომადგენლები ზრუნავენ.
კორპუსის მეორე მხარეს, სადაც უშუალოდ აფეთქება მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
თბილისის მერიამ 28 ოჯახი სასტუმროებში გუშინ გადაიყვანა.
ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. როგორც შშმ პირი ჰყვება, ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.
აფეთქების შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი. მათგან 2 ბავშვია. ერთი არასრულწლოვანი გოგონა მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.





