ე.წ. მუხიანის აგარაკებზე რაჭის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება
საზოგადოება

ფოტო: თბილისის მერია
გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სრულდება რაჭის ქუჩის რეაბილიტაცია. ამ დროისთვის, დაახლოებით 5 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი იგება. მანამდე აღნიშნულ ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოეწყო.
საგზაო სამუშაოებისთვის რაიონული ბიუჯეტიდან 500 000 ლარამდე დაიხარჯება.
სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ცოტნე ჩიქვინიძესთან ერთად გაეცნო.
მიმდინარე წლის ბოლომდე ე.წ. მუხიანის აგარაკების დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა კიდევ შვიდ მისამართზე მოწესრიგდება. ამასთან, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება კალოუბნის, მუხის, გომბორისა და ერთობის ქუჩებზე, რისთვისაც გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან მთლიანობაში, 2 500 000 ლარი დაიხარჯება.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





