09 ნოემბერი 2026, 12:23
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საზოგადოება

ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
გაზიარება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტოსაშუალებების მოძრაობა აღდგენილია.





