04 ნოემბერი 2026, 16:41
ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულა“ მდებარეობს, ხანძარია
საზოგადოება

ფოტო: facebook
გაზიარება
თბილისში, ბიზნესცენტრ „დელისში“, სადაც ტელეკომპანია „ფორმულა“ მდებარეობს, ხანძარია.
შენობაში, სადაც ტელეკომპანიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
რამდენიმე წუთის წინ, „ფორმულას“ მაუწყებლობა ნიუსრუმში დაკვამლიანების გამო შეწყდა და ტელეკომპანიის თანამშრომლებმა შენობა დატოვეს.





