04 ნოემბერი 2026, 12:10
მერაბ გამყრელიძე საგამოძიებო სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის ბაზაზე იმყოფებოდა
საზოგადოება

მერაბ გამყრელიძე
ფოტო: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
გაზიარება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მერაბ გამყრელიძემ, მოადგილე დავით არდაზიშვილთან ერთად, სპეცდანიშნულების რაზმის ბაზა მოინახულა და ტაქტიკური მომზადების საჩვენებელ წვრთნებს დაესწრო.
წვრთნების ფარგლებში რაზმის თანამშრომლებმა სხვადასხვა ტიპის სპეციალური ოპერაციები, ტაქტიკური მოქმედებები და საცეცხლე მომზადების იმიტირებული საველე დავალებები შეასრულეს.
მერაბ გამყრელიძე გაეცნო ქვედანაყოფის საქმიანობის სპეციფიკასა და სამუშაო პროცესს, ასევე დაათვალიერა რაზმის განკარგულებაში არსებული ავტოპარკი.





