19 ოქტომბერი 2026, 21:00
პროგრამაზე „ასწავლე საქართველოსთვის“ განაცხადების მიღება დასრულდა - კონკურსის შედეგად 80 მასწავლებელი შეირჩევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საზოგადოება

ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
გაზიარება
პროგრამაზე „ასწავლე საქართველოსთვის“ განაცხადების მიღება დღეს დასრულდა.
კონკურსის შედეგად ცამეტი საგნობრივი მიმართულებით 80 მასწავლებელი შეირჩევა და ისინი მაღალმთიან სკოლებში გადანაწილდებიან. მათ ყოველთვიურ ხელფასს კი კონკრეტული საგნის სწავლებისთვის განსაზღვრული ანაზღაურებაც დაემატება.
დეტალებს ნინი მაისურაძე გიამბობთ.





