პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ შორეული სოფლების საჯარო სკოლებში მასწავლებელთა დეფიციტის შესავსებად, დამატებით 80 ახალ მასწავლებელს შეარჩევს
საზოგადოება

გივი მიქანაძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ შორეული სოფლების საჯარო სკოლებში მასწავლებელთა დეფიციტის შესავსებად , დამატებით 80 ახალ მასწავლებელს შეარჩევს.
განაცხადების მიღება დღეს სრულდება.2026-2027 სასწავლო წელს პროგრამაში 134 კონსულტანტ-მასწავლებელია ჩართული. ისინი ქვეყნის მასშტაბით 79 საჯარო სკოლაში მუშაობენ.
„მაღალი ხარისხის სასწავლო პროცესის წარმართვა, ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ კუთხით გვაქვს გარკვეული გამოწვევები, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში მდებარე სკოლებს, აგრეთვე მოშორებით მდებარე ბარის სკოლებსაც ეხება, სადაც გარკვეული საგნობრივი დისციპლინის მიხედვით პედაგოგების ნაკლებობას განვიცდით.
პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ცხადდება კონკურსი, რომლის მიზანია მასწავლებლების შერჩევა გარკვეული დროით, სანამ კონკრეტული საგნობრივი საჭიროება არ აღმოიფხვრება და იქ შესაბამისი ადგილობრივი კადრი არ დასაქმდება“, - აღნიშნა განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.





