მთის კურორტებზე ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება
საზოგადოება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტო“ (MTA) 2026-2027 წლის ზამთრის სეზონს ოფიციალურად 20 დეკემბერს გახსნის.
სეზონი გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში ერთდროულად დაიწყება. ზამთრის სეზონს გუდაური ახალი ინფრასტრუქტურით შეხვდება.
მშენებლობის სამუშაოები კურორტზე აქტიურად მიმდინარეობს. სნოუპარკის არეალში ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგირო შენდება, რომელთა საერთო სიგრძე 1 400 მეტრია. ასევე მოეწყობა 200-მეტრიანი გადახურული მოძრავი ხალიჩა.
ამორტიზებული საბაგიროების - „ხადასა“ და „სნოუპარკის“ დემონტაჟი უკვე დასრულებულია. სამუშაოებს ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტაჯგუფი“ ატარებს. პარალელურად მიმდინარეობს ორი ახალი სასრიალო ტრასის - „კობი 3-ისა“ და „ტატრა3-ის“ მოწყობა.
მათი საერთო სიგრძე 6 კილომეტრია. პროექტის დასრულების შემდეგ გუდაურის სასრიალო ტრასების ჯამური სიგრძე 86 კილომეტრამდე გაიზრდება.
„სოლიკოსა“ და „კიკილოს“ ტრასებზე დაწყებულია ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მოწყობის სამუშაოა, რომელიც ჯამში 7 500 მეტრის სიგრძის მონაკვეთს მოიცავს.
დაგეგმილია „ახალი გუდაურას“ ტრასის განათებაც, რაც ღამით სრიალის შესაძლებლობას შექმნის. სამუშაო დეკემბერში დასრულდება.
ინფორმაციას მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს.




