პროექტზე „ისწავლე და დასაქმდი“ რეგისტრაცია იწყება - პროგრამას 22 ახალი პროფესიული კურსი ემატება
საზოგადოება

თბილისის მერიის ერთ-ერთ წარმატებულ პროექტზე - „ისწავლე და დასაქმდი“ რეგისტრაცია იწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროგრამა თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს ეხმარება შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით გადამზადებასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმებაში.
„ძალიანბევრიადამიანია, რომელიც ეძებს სამსახურსდა პარალელურად, არის ბიზნესსექტორი, რომელსაც სჭირდება კვალიფიციური, პროფესიონალი კადრები. ჩვენ აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც თავიანთ საქმიანობას სხვადასხვა სფეროში ახორციელებენ. გვაქვს ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით არის კადრების ნაკლებობა. შესაბამისად, მოქალაქეებს ვაძლევთ საშუალებას, გადამზადდნენ, აიმაღლონ კვალიფიკაცია, პარალელურად კი ვეხმარებით დასაქმებაში. ასევე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, მუდმივად ხორციელდება კურსების განახლება. მიმდინარე სემესტრში პროგრამას 22 ახალი პროფესიული კურსი დაემატება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ კიდევ ერთ სიახლეზე - ანაზღაურებადი პრაქტიკის სერვისზეც ისაუბრა.
„პროგრამის ფარგლებში გვაქვს კიდევ ერთი ძალიან კარგი სიახლე - მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამას ემატება ანაზღაურებადი პრაქტიკის სერვისი. ეს ნიშნავს, რომ წარმატებული კურსდამთავრებული გაივლის პრაქტიკას და ის იქნება ანაზღაურებადი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, დედაქალაქის მერის თქმით, გრძელდება კარიერული კონსულტირების სერვისი, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე სემესტრში პროგრამის ყველა მონაწილეს გაეწევა სათანადო კარიერული კონსულტაცია.
კახა კალაძის ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება მიმდინარე წლის 7 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით ვებგვერდზე: www.dasakmdi.ge.
თბილისის მერმა აქვე სასწავლო ორგანიზაციებს პროგრამაში ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 16 წლისასაკიდან, სწავლა კი სრულად ფინანსდება თბილისის მერიის მიერ.




