04 ოქტომბერი 2026, 17:53
„აია-სოფია, ღვთაებრივი სიბრძნის ტაძრები მსოფლიოში“ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბერძნეთში გამოცემული ქართულენოვანი წიგნი-ალბომის პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება

ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
გაზიარება
„აია-სოფია, ღვთაებრივი სიბრძნის ტაძრები მსოფლიოში“ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბერძნეთში გამოცემული ქართულენოვანი წიგნი-ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი მოიცავს სტატიებს 37 ისტორიული ტაძრის შესახებ. გამოცემა ხაზს უსვამს ქრისტიანული ღვთისმეტყველების ფუძემდებლურ და უნივერსალურ იდეას „ღვთაებრივ სიბრძნეს“.
პროექტის ორგანიზატორი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია.




