02 ოქტომბერი 2026, 17:25
ცესკო 3 ოქტომბრის საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს
საზოგადოება

ფოტო: ცესკო
გაზიარება
ცესკო 3 ოქტომბრის საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს.
„3 ოქტომბერს, 09:00 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება და ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
ასევე შეგახსენებთ, რომ 06:45 საათიდან იმუშავებს ცესკოს კონტაქტჰაბი 2 51-00-51.
საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი: 09:00 სთ, 15:00 სთ, 21:00 სთ
ბრიფინგების განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს“.




