02 ოქტომბერი 2026, 14:54
გიორგი ფუტკარაძე: სენსაციის მოყვარულ პრესას მინდა იმედები გავუცრუო - ისევ იქ ვარ, სადაც ბოლო 7.5 წელია ვმუშაობ და სკანდალი არ გამოვა
საზოგადოება

ფოტო: IMEDI/კადრი
გაზიარება
ჟურნალისტი გიორგი ფუტკარაძე თავის საქმიანობასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება.
„ვრჩები იმ თანამდებობაზე, სადაც ვმუშაობ ბოლო 7.5 წელია. ანუ ვიყავი და ვარ მედიააკადემიის მედიასკოლის ხელმძღვანელი. პარალელურად, დროებით ვასრულებდი დირექტორის მოვალეობას. ასე რომ სენსაციის მოყვარულ პრესას მინდა იმედები გავუცრუო, ისევ იქ ვარ სადაც, ბოლო 7.5 წელია ვმუშაობ და სკანდალი არ გამოვა“, - განუცხადა „ნიუსჰაბს“ გიორგი ფუტკარაძემ.




