დღეს ჯვართამაღლებაა
საზოგადოება

ჯვართამაღლების ხატი
ფოტო: Facebook
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვართამაღლებას აღნიშნავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით მოქმედ ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია გაიმართება.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.
წირვის შემდეგ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის.
დღესასწაული მე-4 საუკუნეში დაწესდა. ის ყოველი წლის 27 სექტემბერს აღინიშნება და მოციქულთა სწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება.
საეკლესიო გადმოცემით, 326 წელს წმინდა კონსტანტინემ და იმპერატორის დედამ, წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა კი ჯვარი ყველას თვალწინ აამაღლა.
მართლმადიდებელი ეკლესია ასევე კონსტანტინოპოლელი პატრიარქის იოანე ოქროპირის ხსენების დღეს აღნიშნავს, რომელიც კომანში, 407 წელს გარდაიცვალა.
მორწმუნეები ამ დღეს მარხვით აღნიშნავენ.




