www.imedi.ge
დეპუტატებმა რევაზ გაბრიაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
საზოგადოება

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა რევაზ გაბრიაძის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ აღნიშნა, გაბრიაძემ დიდი სამყარო დატოვა მთელი მსოფლიოსთვის.
„დღეს ჩვენ ვაცილებთ ძალიან დიდ ქართველს - რეზო გაბრიაძეს. ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი სამყარო დატოვა არა მხოლოდ საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის, რომელიც აღაფრთოვანებდა თაობებს და კიდევ ბევრ თაობას აღაფრთოვანებს. ჩემი თხოვნა იქნება წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას“, - აღნიშნა კუჭავამ.
84 წლის რევაზ გაბრიაძე 6 ივნისს გარდაიცვალა. მას ეკუთვნის პიესები: „ფეოლა“, „ ხანუმა პარიზში“, თავისივე სცენარით კი აქვს დადგმული: „ალფრედი და ვიოლეტა“, „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“, „ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა“, „სტალინგრადის ბრძოლა“. რევაზ გაბრიაძეს მთაწმინდის პანთეონში დღეს დაკრძალავენ.




