გივი მიქანაძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დირექტორს შეხვდა
საზოგადოება

ფოტო: განათლების სამინისტრო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძესთან ერთად, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დირექტორ ჰონგბინგ ჩენს შეხვდა.
მხარეებმა განათლების, კვლევისა და ინოვაციის ერთიანი სისტემის განვითარების საქმეში ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცნობადობის ამაღლების მნიშვნელობასა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე იმსჯელეს.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებისთვის მზადყოფნა გამოხატეს.
ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.



