სოფელ ხურვალეთთან რუსი სამხედროები სათვალთვალო კოშკს აგებენ. ფოტო
სამართალი

სოფელი ხურვალეთი
ფოტო: Facebook/ salia luda
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ხურვალეთში ოკუპირებულ ნაწილზე სათვალთვალო კოშკურის დადგმა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გაავრცელა.
ეს ინფორმაცია imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. უწყებაში თქვეს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე სათვალთვალო კოშკურის აღმართვასთან დაკავშირებით არაერთხელ გააქტიურდა ცხელი ხაზი
"ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღნიშნული საკითხი მწვავედ დადგება 8 თებერვალს, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე ერგნეთში", - აცხადებენ სუსში.








