ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე დაწყებული გამოძიება - პროკურატურა ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობას სწავლობს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სამართალი

ნანა ყეინიშვილი
ფოტო: ვიდეოკადრი
სავარაუდო უკანონო სამეწარმეო საქმიანობა - ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება ოფიციალურად დაიწყო.
საქმის საფუძველი კომპანია „ბიტექს ჩეინჯის“ ხელმძღვანელობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და აუდიოჩანაწერებია, სადაც ყეინიშვილი კომპანიის დირექტორს, წილების გადაცემის სანაცვლოდ, ლიცენზიებს სთავაზობს. საკითხის შიდა შესწავლის შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა მასალები საგამოძიებო უწყებას გადასცა.
მმართველ გუნდში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მომხდარს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მორიგ „საკადრო შეცდომას“ უწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ ყეინიშვილი სწორედ სალომე ზურაბიშვილის კადრია.
ვრცლად ნინი გოგიშვილის რეპორტაჟში.




