პრეზიდენტის მიერ გიორგობაზე შეწყალებულები საპატიმროებს ტოვებენ. მათ შორის არიან 2024 წლის აქციებზე დაკავებულებიც
სამართალი

ფოტო: ვიდეოკადრი
პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 ადამიანი შეიწყალა. საპატიმროს 216 პატიმარი ტოვებს. შეწყალება შეეხო არასაპატიმრო სასჯელის მქონე 16 პირსაც.
რამდენიმე წუთის წინ შეწყალებული პატიმრების გათავისუფლების პროცესი დაიწყო.
შეწყალებულებს შორის არიან 2024 წელს, გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული პირებიც, რომლებიც დღეს საპატიმროებს დატოვებენ. მათ შორის არიან თემურ ზასოხაშვილი, ანზორ კვარაცხელია, დავით ლომიძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი მინდაძე, ირაკლი მეღვინეთუხუცესი, გიორგი ოკმელაშვილი და ირაკლი სიორდია.
მათი ოჯახის წევრები დილიდან საპატიმროებთან იმყოფებიან, რადგან აქციაზე დაკავებულებმა მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს.
საპატიმროებიდან გათავისუფლებულების თქმით, მათთვის მოულოდნელი და ემოციური იყო მომენტი, როდესაც გათავისუფლების შესახებ შეატყობინეს.
„კიდევ წელიწად-ნახევარი მქონდა დარჩენილი, ჰოდა, შემოვიდა ბადრაგი, მაგას ვენაცვალე, და მეუბნება - თავისუფალი ხარ, მახოო. ვერ ვიჯერებდი. შეწყალებაზე მქონდა გაგზავნილი, დალოცოს ღმერთმა“, - განაცხადა ერთ-ერთმა შეწყალებულმა.





