16 ნოემბერი 2026, 08:09
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დღეს 14:00 საათიდან განახლდება
სამართალი

ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
გაზიარება
5 ოპოზიციური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა გრძელდება. რიგით მე-13 სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს 14:00 საათზე განახლდება და კვლავ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.
მიმდინარე პროცესს მმართველ გუნდში აფასებენ. მათი განცხადებით, განვლილმა პერიოდმა ნათლად აჩვენა, რომ საქმე გვაქვს არა პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ ჯგუფებთან, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში არიან გაერთიანებული.





