საოკუპაციო ძალების კონტროლის ქვეშ მოქცეული მილიონი კვადრატული მეტრი ქართული მიწა - ჩორჩანის საქმე და „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ პროკურორ თამარ იაკობიძესთან
სამართალი

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
საოკუპაციო ძალების კონტროლის ქვეშ მოექცა მილიონი კვადრატული მეტრი ქართული მიწა - მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილების შედეგად. მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ის, რაც ჩორჩანაში მოხდა, სწორედ გიორგი გახარიას პოლიტიკის შედეგია.
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა პოლიტიკურ ანგარიშსწორებად ვერ შეიფუთება. გადამდგარი პრემიერის და მისი გუნდის სპეკულაციები ჩორჩანის თემაზე ვიწროპარტიული ინტერესით არის ნაკარნახევი, რომ იქნებ, როგორმე პასუხისმგებლობას დააღწიონ თავი.
ხმაურიანი საქმის განხილვა სასამართლოში ამ კვირაშიც გრძელდებოდა - რა ეტაპზეა პროცესი და რამდენად მყარია არგუმენტები,რომელიც ბრალდების მხარეს აქვს. ანუკი გუბერიძემ ჩაწერა ექსკლუზიური ინტერვიუ პროკურორ თამარ იაკობიძესთან.





