სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულთან საკანში ვატო ყიფიანი და სხვა პატიმრები შევიდნენ - სამსახური მზადაა, არასამუშაო დღის მიუხედავად, ბრალდებულის მოსანახულებლად ადვოკატი პენიტენციურ დაწესებულებაში შეუშვას
სამართალი

ფოტო: სპეციალური პენიტენციური სამსახური
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულთან საკანში ვატო ყიფიანი და სხვა პატიმრები შევიდნენ და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ინფორმაციის გადამოწმებისას „იმედინიუსს“ უწყებაში განუცხადეს, რომ არანაირ ინციდენტი არ მომხდარა, ბრალდებული გიორგი ფეიქრიშვილი საკანში მარტო იმყოფება და მასზე 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობა მიმდინარეობს.
პენიტენციურ სამსახურში ასევე აღნიშნეს, რომ ვინაიდან ასეთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, მიუხედავად არასამუშაო დღისა, ბრალდებულის ადვოკატს საშუალებას მისცემენ, რომ შევიდეს პენიტენციურ დაწესებულებაში, მოინახულოს ბრალდებული და დარწმუნდეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.





