სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენისა და შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენების ფაქტებზე სასამართლოებმა მორიგი გადაწყვეტილებები გამოიტანეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამართალი

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენისა და შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენების ფაქტებზე სასამართლოებმა მორიგი გადაწყვეტილებები გამოიტანეს.
თანამდებობის პირების არაერთგზის შეურაცხყოფისთვის მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ერთ-ერთ მოქალაქეს 7 დღიანი პატიმრობა შეუფარდა, თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილული საქმეები კი რამდენიმე პირის შემთხვევაში 1500-დან 3000 ლარამდე ჯარიმითა და სიტყვიერი გაფრთხილებით დასრულდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა დეპარტამენტმა სასამართლოებს რეაგირებისთვის უკვე 400-ზე მეტი მსგავსი საქმე გადაუგზავნა.
ვრცლად იხილეთ რატი მეტრეველის სიუჟეტში.





