20 ოქტომბერი 2026, 19:09
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს „გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი ა. მ. დაწესებულების თანამშრომელმა გააუპატიურა
სამართალი

ფოტო: სპეციალური პენიტენციური სამსახური
გაზიარება
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს „გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი ა. მ. დაწესებულების თანამშრომელმა გააუპატიურა.
როგორც უწყებაში საკითხის კომენტირებისას განმარტეს, პატიმარი ინიციალებით ა. მ. დაწესებულებაში საერთოდ არ იმყოფება, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რაც პენიტენციური სამსახურის განცხადებით, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ უწყებაზე მიზანმიმართული შეტევა ხორციელდება.





