13 ოქტომბერი 2026, 22:07
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამართალი

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, პოლიციამ სხვადასხვა დროს ორი ადამიანი დააკავა. მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის სქემაში იყვნენ ჩართულები. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეეფარდათ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





