14 სექტემბერი 2026, 14:04
პრემიერმა სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი წარადგინა
სამართალი

თამაზ ბორაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
გაზიარება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი წარადგინა.
თამაზ ბორაშვილის ბიოგრაფია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მჭიდროდაა დაკავშირებული. წლების განმავლობაში ის სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა, ხოლო 2025 წლის 4 სექტემბრიდან სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ თანამდებობა დატოვა.





