ბელა ზაქაიძე
ჰიპერმარკეტ გორგიას მფლობელის გატაცებაში ბრალდებულთა პროცესი დაიწყო
სამართალი

ჰიპერმარკეტ "გორგიას" მფლობელის გია გორგოშაძის გატაცების და დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის მცდელობაში ბრალდებულების საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
პროკურატურა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს წარადგენს, რის გამოკვლევასაც სასამართლოში არსებით განხილვაზე გეგმავს. მანამდე მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ბრალდებულებს ჰკითხა, აღიარებდნენ თუ არა დანაშაულს. ოთხივე ბრალდებულმა - რამაზ მენთეშაშვილმა, ვასილ ვასილიევმა, გურამ დგებუაძემ და დავით ფოცხიშვილმა განაცხადეს, რომ დანაშაულს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ.
ბრალდების მტკიცებით, 2017 წლის ოქტომბერში ბრალდებულებმა ბაგებში გორგოშაძის მეზობლად ბინა იქირავეს, საიდანაც დაზარალებულს უთვალთვალებდნენ და მის გატაცებას გეგმავდნენ. სახლიდან ამოღებულია პირბადეები, ელექტროშიკი, პარიკი, იარაღი და დანაშაულისათვის საჭირო სხვა ნივთები.
ისინი დანაშაულის ჩადენამდე 11 ოქტომბერს დააკავეს. 4-ვე დაკავებულს ბრალი 13 ოქტომბერს წაუყენეს.





