02 იანვარი 2022, 18:20
ბერძნული მედიის ცნობით, ათენში ქართველი კაცი მოკლეს
სამართალი

ფოტო: bankwars.gr
გაზიარება
საბერძნეთში, ათენის შემოგრენში, 41 წლის ქართველი კაცი მოკლეს.
ინციდენტი პირველ იანვარს მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კაცს მაშინ ესროლეს, როდესაც ის სახლში ოჯახთან ერთად ბრუნდებოდა.
თვითმხილველების თქმით, მათ 4-5 გასროლის ხმა გაიგონეს. გავრცელებული ცნობით, დამნაშავე ადგილიდან ფეხით მიიმალა.





