ანა შეპკინა
ზაზა გახელაძის ოჯახი დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს
სამართალი

ირმა ბუთხუზი
ფოტო: ანა შეპკინა
ზაზა გახელაძის ოჯახი დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
მათთვის მოულოდნელი იყო განაჩენი, რომლის მიხედვით გახელაძეს პატიმრობის სახით 12.6 წელი მიესაჯა. მათ იმედი აქვთ, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ უკანონოდ დაკავებული მამაკაცი ოჯახს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს. ისინი ახლა ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრას ელოდებიან.
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, ამ ფორმატში შეხვედების აღდგენაზე მუშაობა მიმდინარეობს და ის შესაძლოა ერგნეთში უახლოეს პერიოდში გაიმართოს.
რაც შეეხება გუშინდელ აქციას და აღაიანთან გზის გადაკეტვას, ოჯახის წევრები ამბობენ რომ ეს სპონტანური აქცია იყო და ერთგვარი გამოხმაურება გუშინ გაჟღერებულ მოსაზრებაზე, თითქოს ოჯახზე ზეწოლა ხდება და მათ თავისი პოზიციის გაჟღერებას უკრძალავენ. ამ აქციით მათ აჩვენეს რომ თავისუფლები არიან და არავინ უზღუდავს აზრის გამოხატვას. გახელაძის ოჯახის წევრები ამბობენ რომ აქციები დაგეგმილი არ აქვთ და ბრძოლას მის გასათავისუფლებლად სამართლებრივი გზით აპირებენ.
სუს-ის ინფორმაციით, ერგნეთში შეხვედრა მარტის დასაწყისში ჩატარდება.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.
ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.
საქართველოს ხელისუფლებამ, ჟენევაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის დროს, ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.





