ნანა ქაჯაია
ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მოსამართლე განაჩენს დღეს გამოაცხადებს
სამართალი

ე. წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 12:00 საათზე გამოაცხადებს. კუდი-ს ყოფილ მაღალჩინოსანს, გიორგი დგებუაძეს (მასტერა) წინასწარი ცხრათვიანი პატიმრობის ვადა დღეს ეწურება. დატოვებს თუ არა ის საპყრობილეს, ჯერ უცნობია.
2006 წლის 12 იანვრის სპეცოპერაციის დროს 3 ახალგაზრდა მოკლეს. 10 წლის წინ პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ბრალდებულები პატიმრებს ციხიდან გაქცევაში უნდა დახმარებოდნენ. საქმეში ბრალდებულია კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაიაც. გამოძიება ორივეს განზრახ მკვლელობასა და უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 10-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელით.





