შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის პოლიციის კოლეჯის ხელმძღვანელებს შეხვდა
სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე
ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის პოლიციის კოლეჯს ეწვია და მის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საპოლიციო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.
ალექსანდრე დარახველიძემ მასპინძელ მხარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში განხორციელებული რეფორმები გააცნო.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფის საქმიანობასაც გაეცნო.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.





