დავით კოდუა ახალგაზრდებთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ტექნოპარკში იმყოფებოდა
რეგიონი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ინიციატივით, ზუგდიდელი ახალგაზრდები ქუთაისის ტექნოპარკსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) ეწვივნენ.
ახალგაზრდებთან ერთად ქუთაისში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა და მერის პირველი მოადგილე ნუგზარ გაბელია იმყოფებოდნენ. საგანმანათლებლო-შემეცნებითი ტურის ფარგლებში, მოსწავლეებმა ორი მნიშვნელოვანი ინოვაციური ჰაბი ქუთაისის ტექნოპარკი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაათვალიერეს.
ტექნოპარკში მოსწავლეებმა მოინახულეს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური პროექტი, სადაც დაათვალიერეს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FabLab), რობოტიკისა და დრონების საინჟინრო ცენტრი, ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ცენტრი, 3D პროტოტიპირების ლაბორატორია და STEAM საგანმანათლებლო სივრცეები.
ასევე, ახალგაზრდები გაეცნენ ულტრათანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქს, ევროპული სტანდარტების სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურას, ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ ეკოსისტემას, ბიბლიოთეკას, საერთო სამუშაო სივრცეებსა და სტუდენტურ საცხოვრებელს.
„ჩვენს ახალგაზრდებთანერთად ქუთაისის ტექნოპარკსა და საერთაშორისო უნივერსიტეტს ვეწვიეთ და მათ ინოვაციურ ჰაბებს გავეცანით. ეს სივრცეები ნამდვილად არის რეგიონის ტექნოლოგიების, განათლებისა და სამეცნიერო კვლევების მთავარი ცენტრი.
ასეთი შესაძლებლობების არსებობა უდიდესი პოტენციალია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რათა საკუთარი ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ ევროპული დონის განათლება და განახორციელონ ინოვაციური იდეები. მადლობა ამ უნიკალური პროექტისთვის ფონდ „ქართუს“ დათითოეულ ადამიანს, ვინც მის განხორციელებაში იყო ჩართული“,- აღნიშნა დავით კოდუამ.
ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.




