10 ნოემბერი 2026, 08:37
მარნეულში, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაო გრძელდება
რეგიონი

გაზიარება
ქალაქ მარნეულში, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაო გრძელდება. შიდა გზების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტების ფარგლებში, ქალაქში სამუშაო სხვადასხვა ლოკაციაზე ხორციელდება.
სამუშაო ითვალისწინებს ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, საგზაო ნიშნების დამონტაჟებასა და გზის მონიშვნას. პროექტის ღირებულება მილიონ 580 ათას ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.





