რუსთაველი პირველკლასელები პროგრამაში „ჩემი პირველი ნერგი“ ჩაერთნენ
რეგიონი

ფოტო: რუსთავის მერია
საქართველოს მთავრობის ინიციატივით განხორციელებულ გარემოსდაცვით პროგრამაში - ჩემი პირველი ნერგი“, დღეს რუსთავის 1436 პირველკლასელი ჩაერთო.
რუსთავი ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, სადაც საქართველოს მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ჩართულობით, ეკოლოგიური პროგრამა ,,ჩემი პირველი ნერგი“ განხორციელდა.
ხეების დარგვის პროცესი, რუსთავში დილის 10.00 საათიდან დაიწყო და რუსთაველმა პირველკლასელებმა, მშობლიური ქალაქის ფლორა, 1400-ზე მეტი ახალი ნარგავით გაამდიდრეს.
მწვანე აქციაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლის მხარეში ილია ჯალაღანიამ, გარემოადაცვითი ინფორმაციიისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა რეხვიაშვილმა და დეპუტატებმა, რუსთავის მერის მოადგილეებმა, საჯარო სკოლების პედაგოგებმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა .
პროგრამის - ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 12 სხვადასხვა სახეობის ნერგი რეგიონების ენდემური კლიმატის გათვალისწინებით დაირგო და მასში მონაწილეობა, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელმა მიიღო.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.





