08 ნოემბერი 2026, 00:22
ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ახალი სამგორის ადმინისტრაციულ ერთეულში სს „რუსთავის აზოტის“ მიერ მოწყობილი ახალი მინი სპორტული მოედანი გაიხსნა
რეგიონი

ფოტო: გარდაბნის მერია
გაზიარება
ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ახალი სამგორის ადმინისტრაციულ ერთეულში სს „რუსთავის აზოტის“ მიერ მოწყობილი ახალი მინი სპორტული მოედანი გაიხსნა.
პროექტის მიხედვით, მოედანი შემოისაზღვრა ბადე-პანელებით, მოეწყო ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა ფეხბურთის კარები და გარე განათების სისტემა.
გახსნის ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, მერის მოადგილე ფუად მირზოევი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, „ინდორამა კავკასიის“ დირექტორი ლევან ბურდილაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კომპანიის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.





