ახალციხის ღვაწლმოსილი მასწავლებლები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ
რეგიონი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
ეკატერინე ხუციშვილმა მასწავლებლებს პროფესიისადმი ერთგულებისა და მრავალწლიანი საქმიანობისთვის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები.
ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.





