08 ოქტომბერი 2026, 08:37
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ ჭივჭავში ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
რეგიონი

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, მიხეილ აფციაურმა სოფელ ჭივჭავში 19 ივნისს ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯამში 44 საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია ხორციელდება. სამუშაოები სრულად ფინანსდება ცენტრალური ხელისუფლების მიერ და პროექტის ჯამური ღირებულება ერთ მილიონ ლარს აღემატება.





