07 ოქტომბერი 2026, 20:42
„ერეკლეობა“ კახეთში - თელავშია პრემიერ-მინისტრი. დეტალები „ქრონიკაში“
რეგიონი

ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
გაზიარება
თელავში მეფე ერეკლეს დაბადებიდან 306 წლის იუბილე იზეიმეს.
მრავალფეროვანი ღონისძიებები ერთდროულად ქალაქის ცენტრსა და ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართა. ასევე, სამეფო სახლის მიერ დაარსებული ერეკლე მეორის ორდენის გადაცემის ცერემონიაც შედგა. კახეთშია საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი კობახიძემ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიების ფარგლებში მოწყობილი პავილიონები დაათვალიერა, სტუმრებს „ერეკლეობა“ მიულოცა და ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც გაეცნო.
მარიამ ბუღაძის ჩართვა თელავიდან.





