30 სექტემბერი 2026, 08:32
სოფელ ბაზალეთში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
რეგიონი

ფოტო: IMEDI/კადრი
გაზიარება
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება 1.5 კმ-ზე მეტი სიგრძის გზაზე, მოეწყობა სანიაღვრე არხები და საცხოვრებელი სახლების ეზოებთან შესასვლელები.
სამუშაოების ღირებულება მილიონ 250 ათას ლარს აღემატება. ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში, შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა ქალაქ დუშეთის ორ დასახლებაში.





