29 სექტემბერი 2026, 08:50
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე ქუთაისელ სტუდენტებს ტრადიციული ფულადი ჯილდოები გადაეცათ
რეგიონი

ფოტო: Imedi/ვიდეოკადრი
გაზიარება
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე ქუთაისელ სტუდენტებს ტრადიციული ფულადი ჯილდოები გადაეცათ. 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, 48 ქუთაისელმა აბიტურიენტმა უმაღლესი ქულები მოიპოვა.
წარმატებულ ახალგაზრდებს ჯილდო და სიგელები ქუთაისის მერმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გადასცა. სტუდენტები დალოცა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ.
ღონისძიება ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში გაიმართა.





