ილია მეორე კალაძეს სთავაზობს, სანაპიროზე 100 000 მოწამის სახელზე ტაძარი ან ხეივანი მოეწყოს
პოლიტიკა

ილია მეორე
ფოტო: არქივი
ჩვენ გვყავს ენერგიული, ახალგაზრდა მერი და იმედი მაქვს, იფიქრებს, მეტეხის ხიდთან 100 000 მოწამის სახელზე ტაძარი ან ხეივანი იყოს,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
ამასთან, ილია მეორემ საქართველოს მოსახლეობას სერაპიონ ზარზმელის დღესასწაული მიულოცა.
„მომავალ სამშაბათს არის 100 000 მოწამის დღესასწაული. მეტეხის ხიდზე 17:00 საათზე საზეიმო პარაკლისი შესრულდება და შევთხოვთ წმინდა მოწამეებს, რომ მშვიდობა გადმოგვივლინოს ღმერთმა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ილოცოთ საქართველოს მშვიდობისთვის. ჩვენ გვყავს ენერგიული, ახალგაზრდა მერი. სანაპირო მორწყული იყო მოწამებიის სისხლით და მანდ უნდა იყოს ხეივანი ან მოწამეების სახელზე აშენებული ტაძარი. იმედია, ჩვენი მერი იფიქრებს ამაზე. წმინდა 100 000 მოწამის მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს“,-განაცხადა ილია მეორემ.
ასი ათასი მოწამე, რომლებიც თბილისში ხვარაზმელებმა 1227 წელს აწამეს, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანები არიან.




