შალვა პაპუაშვილი: ორუელისეულ „სიმართლის სამინისტროში" იყო „ჩანაწერების განყოფილება", სადაც უინსტონ სმითი გაზეთ „თაიმსის“ ძველ ცნობებს ცვლიდა ისე, რომ წარსული, პარტიის ამჟამინდელ განცხადებებსა და პოლიტიკას დამთხვეოდა - სწორედ ამის სასოწარკვეთილ მცდელობას ვაკვირდებით ეს დღეები საკონსტიტუციო სასამართლოში კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სოციალურ ქსელში წერს.
„ორუელისეულ „სიმართლის სამინისტროში" იყო „ჩანაწერების განყოფილება", სადაც უინსტონ სმითი გაზეთ „თაიმსის“ ძველ ცნობებს ცვლიდა ისე, რომ წარსული, პარტიის ამჟამინდელ განცხადებებსა და პოლიტიკას დამთხვეოდა.
სწორედ ამის სასოწარკვეთილ მცდელობას ვაკვირდებით ეს დღეები საკონსტიტუციო სასამართლოში კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.
საბედნიეროდ ციფრული არქივი „თაიმსის" არქივი აღარაა და არც გვარამია და ლემონჯავა არიან სმითები, რომ მესხიერება გაგვიყალბონ“, - წერს შალვა პაპუაშვილი.




